ფეხბურთი

21:24 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი „ლიდსთან“ მომავალი მატჩის შესახებ

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნალისტებს „ლიდსთან“ პრემიერლიგის მე-4 ტურის მომავალ მატჩზე ესაუბრა.

„ბიელსას სტილი და ფილოსოფია ყველასგან განსხვავებულია. ისინი პერსონალურ მეურვეობას მიმართავენ მთელი მოედნის პერიმეტრზე და მეტოქემ ეს აუცილებლად უნდა იცოდეს.

რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად ვმუშაობდით ამ საკითხზე, დანარჩენები კი სანაკრებო პაუზის შემდეგ შემოგვიერთდნენ. ვფიქრობ, მატჩამდე ორ ვარჯიშს მოვასწრებთ და კარგად მოვემზადებით. „ლიდსი“ განსაკუთრებული მოწინააღმდეგეა.

„ლიდსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრა 12 სექტემბერს, ლიდსში გაიმართება და თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

0.107787