ფეხბურთი

20:48 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკოს „უოტფორდი“ ისევ დამარცხდა

პრემიერლგის მე-4 ტუში „უოტფორდმა“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ კი სტუმრებმა ცხრა წუთის ინტერვალში მოაგვარეს საქმე.

74-ე წუთზე ჩილელმა ფრანსისკო სიერალტამ უხეიროდ დაუხვედრა ბურთს თავი და საკუთარ კარში შეაგდო. შემდეგ კი სამხრეთკორეელმა ხი ჩან ხვანმა გამოიჩინა თავი.

4 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 3 ქულა მოუგროვდა და ამდენივექულიან „ვულვზთან,“ „საუთჰემპტონთან“ და „არსენალთან“ ერთად, მე-13-16 ადგილებს იყოფს.

შეგახსენებთ, „უოტფორდს“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ მთავარი მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი თავკაცობს.

0.13078