XXI საუკუნეში ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი ფინანსური სარგებელი მწვრთნელებს შორის მადრიდის „ატლეტიკოს“ თავკაცმა დიეგო სიმეონემ მიიღო. Transfermarkt-ის ცნობით, 2011 წლიდან „როხიბლანკომ“ 83 ფეხბურთელი გაყიდა და არგენტინელ სპეციალისტს ამ ტრანსფერებიდან წილის სახით საბოლოო ჯამში 1 მილიარდი ევრო ერგო.
სამეულში არიან ლეონარდო ჟარდიმი, რომელსაც გაყიდული ფეხბურთელებიდან 963 მილიონი ევრო ერგო, ხოლო ჟოზე მოურინიომ კარიერაში ამ მხრივ 773 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
საუკეთესო ათეული შემდეგნაირია:
1. დიეგო სიმეონე - 1 მილიარდი ევრო (83 ტრანსფერი)
2. ლეონარდო ჟარდიმი - 963 მილიონი ევრო (63 ტრანსფერი)
3. ჟოზე მოურინიო - 773 მილიონი ევრო (94 ტრანსფერი)
4. კარლო ანჩელოტი - 760 მილიონი ევრო (99 ტრანსფერი)
5. მასიმილიანო ალეგრი - 724 მილიონი ევრო (113 ტრანსფერი)
6. ჟორჟე ჟესუში - 722 მილიონი ევრო (121 ტრანსფერი)
7. რაფაელ ბენიტესი - 664 მილიონი ევრო (100 ტრანსფერი)
8. რონალდ კუმანი - 658 მილიონი ევრო (63 ტრანსფერი)
9. პეპ გვარდიოლა - 642 მილიონი ევრო (64 ტრანსფერი)
10. არსენ ვენგერი - 628 მილიონი ევრო (94 ტრანსფერი)