დანი ალვეში „სან პაულუში“ აღარ ითამაშებს. ამის შესახებ ბრაზილიური კლუბი იტყობინება. ალვეში ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ კლუბში არ დაბრუნდა, რისი მიზეზიც ვალი გახდა, რომელიც „სან პაულუს“ ფეხბურთელებისადმი აქვს.
საბოლოოდ, „სან პაულუში“ გადაწყვიტეს, რომ ალვეშს თამაშის შესაძლებლობა აღარ მისცენ.
„ალვეშმა გადაწყვიტა არ დაბრუნებულიყო გუნდში დავალიანების გამო. გასულ კვირას „სან პაულუმ“ ის მოლაპარაკებებისა და საკითხის მოსაგვარებლად მიიწვია, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა. შეგვიძლია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ დანი ალვეში აღარ ითამაშებს ჩვენს კლუბში, „სან პაულუ“ ჩვენთვის“ მთავარია“, - ნათქვამია ბრაზილიური კლუბის განცხადებაში.
როგორც ცნობილი გახდა, კლუბს დანი ალვეშის მიმართ 2 მილიონი ევროს დავალიანება აქვს. ვეტერანმა ბრაზილიელმა მცველმა „სან პაულუს“ მაისურით 2019 წლიდან 95 მატჩში ჩაატარა და 10 გოლის გატანა მოახერხა. მას კარიერის განმავლობაში „ბაიაში“, „სევილიაში“, „ბარსელონაში“, „იუვენტუსსა“ და „პარი სენ ჟერმენში“ უთამაშია.