ავსტრიის მეორე ბუნდესლიგაში ქართველმა ფეხბურთელმა ლევან ელოშვილმა გოლი გაიტანა, რომელიც პირდაპირ კუთხურ ჩაახვია.
23 წლის ნახევარმცველის „კაპფენბერგერმა“ საკუთარ მოედანზე „ლაფნიცს“ უმასპინძლა და ჩვენებურის გოლით 1:0 მოიგო, რომელიც ლევანმა 63-ე წუთზე გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ელოშვილს 7 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „კაპფენბერგი“ 6 ქულით მე-12 ადგილზეა.