ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის თბილისის „ვიტ ჯორჯია 2“-ში თამაშობდა და მხოლოდ 20 წლის იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 20 წლის მოთამაშე საავადმყოფოში 12 დღის წინ მოათავსეს, ფილტვების მძიმე დაზიანებით და ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.
ვახტანგ ჩარკვიანი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი იყო.
worldsport.ge მწუხარებას გამოთქვამს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს როგორც ოჯახის წევრებსა და ნათესავებს, ისე მისი გუნდის წევრებს.