ჩოგბურთი

22:39 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ის ღიას თინეიჯერთა ფინალი ექნება

აშშ-ის ღია პირველობის ქალთა ტურნირს წელს უჩვეულო ფინალი ექნება - მასში ორი თინეიჯერი, ბრიტანელი ემა რადუჩანუ და კანადელი ლეილა ფერნანდესი ითამაშებს. და ეს პროფესიონალური ჩოგბურთის ეპოქაში, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ფინალში განუთესავი ჩოგბურთელები შეხვდებიან.

ბოლოს აშშ-ის ღიას ფინალში ორივე მხარეს თინეიჯერი ჩოგბურთელები 1999 წელს იდგნენ. მათი სახელებია სერენა უილიამსი და მარტინა ჰინგისი. მაშინ არც რადუჩანუ და არც ფერნანდესი დაბადებულები ჯერ არ იყვნენ. პირველი ამჟამდ 18 წლისაა, მეორეს კი 19 წელი ახლახანს შეუსრულდა. და სპეცალისტები ორივეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

სხვათა შორის, რადუჩანუ ტორონტოში (კანადა) დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები ბრიტანეთში მაშინ გადასახლდნენ, როდესაც ემა ორი წლის იყო.

„მე მას უიმბლდონის ახალგაზრდულ ტურნირზე შევხვედრივარ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ორივემ თამაში დავხვეწეთ და ჩამოვყალიბდით. დარწმუნებული ვარ, სრულიად განსხვავებული თამაში გვექნება, ვიდრე ბოლო შეხვედრისას გვქონდა“, - ამბობს რადუჩანუ, ვინც ფერნანდესს უიმბლდონის 2018 წლის ახალგაზრდული ტურნირის მეორე წრეში შეხვდა და 6-2, 6-4 მოუგო.

ბრიტანელმა ნახევარფინალში ბერძენ მარია საკარის 6-1, 6-4 მოუგო, რისთვისაც 84 წუთი იმყოფინა. უფრო რთული თამაში ჰქონდა ფერნანდესს, რომელმაც მეორე ნომრად განთესილ ბელარუს არინა საბალენკას 7-6(3), 4-6, 6-4 მოუგო. რადუჩანუ 1977 წლის შემდეგ, პირველი ბრიტანელი ქალი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინლში ითამაშებს. 1997-ის უიმბლდონის ფინალში, ბრიტანელმა ვირჯინია უეიდმა ითამაშა.

რადუჩანუ WTA-ს ტურზე მხოლოდ მეოთხე ტურნირს ატარებს. და ფლეშინგ მედოუსზე ფინალს ისე მიაღწია, ერთი სეტიც არ წაუგია. ბოლოს აშშ-ის ღიას ფინალს, სეტის წაუგებლად გერმანელმა ანგელიკ კერბერმა (2016 წელს) მიაღწია.

გამრჯვების შემთხვევაში, რაუჩანუ, ვინც აშშ-ის ღიას წინ, რეიტინგში 150-ე ადგილზე იყო, 24-ე ადგილზე გადავა. ცაცია ფერნანდესი კი ოცეულში შევა. კანადელმა ფინალამდე საბალენკას გარდა, არაერთი ძლიერი მეტოქე ჩამოიცილა გზიდან, მათ შორის, იაპონელი ნაომი ოსაკა, კერბერი და უკრაინელი ელინა სვიტოლინა (მეხუთე ნომრად განთესილი) ჩამოიცილა. სულ, ბოლო ოთხ შეხვედრაში, ტოპ ხუთეულის სამი ჩოგბურთელი დაამარცხა.

0.105078