ფეხბურთი

21:46 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ლორისს ახალ კონტრაქტს უმზადებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მეკარე უგო ლორისი უახლოეს მომავალში ლონდონის "ტოტენჰემთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. როგორც Fichajes-ი იუწყება, ლონდონური კლუბის მესვეურები გუნდის კაპიტანს ახალ კონტრაქტს უმზადებენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი გუნდში კიდევ ორი სეზონით დარჩება.

34 წლის ფრანგს "მამლებთან" ამჟამინდელი კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ლორისი "ტოტენჰემმა" 2012 წელს "ლიონიდან" დაიმატა. მას შემდეგ უგომ ინგლისური გუნდის მაისურით 376 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 416 გოლი და 129 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119828