ფეხბურთი

22:14 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიში" მოდრიჩის დამატება სურს

ხორვატიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა შესაძლოა კარიერა "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელოს. როგორც El Nacional-ი იუწყება, ფეხბურთელის დამატება კლუბის მწვრთნელს პეპ გვარდიოლას სურს.

36 წლის ფეხბურთელმა "რეალთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის მაისში ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2021/22 წლების სეზონის დასრულებამდე დარჩება. დიდი ალბათობით, ლუკა არ აპირებს "რეალში" დარჩენას.

მოდრიჩი "რეალმა" 2012 წელს "ტოტენჰემიდან" დაიმატა. მას შემდეგ ხორვატმა საკლუბო დონეზე 392 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 28 გოლი და 62 საგოლე გადაცემა შეასრულა. ლუკა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ოთხჯერ გახდა, ხოლო ლა ლიგა ორჯერ მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112697