ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ შესაძლოა კარიერა "ლივერპულში" გააგრძელოს. როგორც TMW იუწყება, "მერსისაიდელები" მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ 18 წლის ამომავალ ვარსკვლავზე.
ჯერჯერობით უცნობია მაქსიმუმ რამდენს გადაიხდის "ლივერპული" ან საერთოდ განიხილავენ თუ არა ბარსელონაში ინგლისელები წინადადებას. "ბლაუგრანამ" პედრი 16 წლის ასაკში 20 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მასზე დიდი ავანსებია გაცემული. პედრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
ცენტრალურმა ნახევარმცველმა ესპანეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა და ეროვნულ გუნდში 2021 წლის მარტში მიიწვიეს. მას შემდეგ "ფურია როხას" რიგებში პედრიმ 10 მატჩი ჩაატარა. "ბარსელონას" მაისურით კი ესპანელმა 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.