„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა დააანონსა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ხელმეორე დებიუტი „ნიუკასლ იუნაიტედთან“ მატჩში შედგება. როგორც ნორვეგიელმა განაცხადა, პორტუგალიელი აუცილებლად ითამაშებს.
„რონალდუმ ჩვენთან ერთი კარგი კვირა გაატარა. ის აუცილებლად გამოჩნდება მოედანზე. ყველას უხარია მისი დაბრუნება, გუნდში განწყობა შესანიშნავია და მოუთმენლად ველოდებით შაბათის მატჩს“, - თქვა სულშერმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ნიუკასლის“ მატჩი „ოლდ ტრაფორდზე“ 11 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.