სხვა

17:03 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

UFC-ს ღონისძიებას შესაძლოა საქართველომ უმასპინძლოს - ჭიკაძემ დეტალებზე ისაუბრა

2022 წელს საქართველომ შესაძლოა UFC-ის ღონისძიებას უმასპინძლოს. ინფორმაცია ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაზემ რედისონში გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა, სადაც დღეს ჟურნალისტებს შეხვდა.

33 წლის სპორტსმენის განცხადებით, UFC-ის პრეზიდენტმა დანა ვაითმა ამის შესახებ პირადად განუცხადა, თუმცა ამისთვის სპონსორების მოძიებაა სდაჭირო. ჭიკაძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში მსგავსი ღონისძიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება და მისთვის საკუთარ ქვეყანაში ბრძოლა დიდი ოცნებაა.

გიგა 25 სექტემბერს ლას ვეგასშია მიწვეული, სადაც თავის წონაში საჩემპიონო ბრძოლა ბრაიან ორტეგასა და ალექსანდრე ვოლკანოვსკის შორის შედგება და ვარაუდობს, რომ სწორედ იქ გაირკვევა მისი მომდევნო მეტოქის ვინაობაც.

შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძემ UFC-ში 7 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მათგანი გამარჯვებით დაასრულა. ბოლოს ის 28 აგვისტოს ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას შეხვდა, რომელსაც მესამე რაუნდში ნოკაუტით სძლია. ბრძოლის დასრულების შემდგომ კი მაქს ჰოლოვეი გამოიწვია, რომლისგანაც ჯერ პასუხი არ მიუღია, თუმცა იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში მას ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აუცილებლად მოუწევს.

0.129861