ფეხბურთი

13:36 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ პელეს რეკორდი დაამხო

არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ პელეს რეკორდი გააუმჯობესა და სამხრეთ ამერიკული ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

მესიმ ბოლივიასთან ჰეთ-თრიქი შეასრულა, რის შედეგადაც ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 153 მატჩში 79 გოლი დაუგროვდა. ამრიგად, პელეს გადაასწრო, რომელსაც თავსი დროზე ბრაზილიის ნაკრების მაისურით 92 თამაშში 77 გოლი აქვს გატანილი.

„ამას დიდი ხანი ველოდი, მაგრამ მთავარია, რომ მოვიგეთ თამაში, ასე უფრო შემიძლია გოლებით ვისიამოვნო“, - თქვა მესიმ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ბოლივიას სწორედ ლიონელ მესის გოლებით 3:0 აჯობა და სამხრეთ ამერიკის ზონის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილზე დამაჯერებლადაა.

0.114073