ფეხბურთი

13:00 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ზაფხულში პოგბას უფასოდ დამატებას ეცდება

მადრიდის „რეალი“ პოლ პოგბას დამატებას მომდევნო ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

ესპანური მედიის ცნობით, ინგლისურ კლუბს პოგბას უფასოდ დაკარგვა არ უნდა და მასთან კონტრაქტის განახლებას იმედოვნებს, ხოლო თუ ეს არ მოხერხდება, ეცდება იანვარში გაყიდოს.

თავის მხრივ, „რეალი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ ზაფხულში მადრიდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა „მანჩესტერს“ 2016 წელს „იუვენტუსიდან“ შეუერთდა და „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება.

0.115831