ძიუდო

20:17 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი სარდალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე

ლუქსემბურგში სტარტი აიღო ევროპის ახალგაზრდულმა ჩემპიონატმა ძიუდოში, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) მოუტანა.

სარდალაშვილმა ასპარეზობა ბერძენი გეორგიოს კესიდისის ძლევით დაიწყო, შემდეგ კი იტალიელი ჯუზეპე დე ტულიო და ბელგიელი დენი ალტემიროვი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისრაელის წარმომადგენელ მატან კოკოლაიევს აჯობა. ფინალში გიორგი ფრანგ რომან ვალადი პისარს დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა, შედეგად, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

66 კგ წონით კატეგორიაში მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა თენგო ზირაქაშვილს, რომელმაც იტალიელი ალექსანდრუ კომერზანი და უნგრელი გეორგი შატმარი დაამარცხა, ნახევარფინალში გადასასვლელი შეხვედრა კი, ნიდერლანდელ დილან ვან დერ კოლკს მოუგო, მაგრამ ნახევარფინალში რუს კანტემირ კოდზოევთან წააგო და მერე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაშიც ვერაფერი გაახერხა უკრაინელ ევგენი ჰონჩარკოსთან.

დღესვე ქალთა შორის იასპარეზა ეთერ ასკილაშვილმა (57 კგ), რომელმაც პირველივე შეხვედრა წააგო ფინელ ფილა სალონენთან და ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა.

0.120423