„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, ამჟამად კი „დერბი ქაუნთის“ მათავარმა მწვრთნელმა, უეინ რუნიმ, ჟურნალისტებს კრიშტიანუ რონალდუს „იუნაიტედში“ დაბრუნებაზე გაუზიარა თავისი აზრი.
„რონალდუ ძალიან დიდ გავლენას მოახდენს გუნდზე. ის ჯერ კიდევ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ალბათ ყველამ ნახეთ რა გააკეთა მან ირლანდიასთან შესარჩევ მატჩში. ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა. მისი დაბრუნება ზოგადად პრემიერლიგასაც წაადგება.
ახლა „მანჩესტერი“ მზადაა ტიტულების მოსაგებად. და ეს მიმდინარე სეზონშიც შეიძლება მოხდეს. რონალდუ კი ისევ უამრავ გოლს გაიტანს.“ - ციტირებს რუნის სიტყვებს talkSPORT.