მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს, კოსოვოსთან სტუმრად გამარჯვების შედეგ (0:2), ესპანეთის ნაკრების მეკარემ, უნაი სიმონმა, ამ საკვალიფიკაციო ციკლში ყველაზე რთული უწოდა.
„კოსოვოელებმა სევილიაში, პირველ შეხვედრაშიც კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. ახლაც ვიცოდით, რომ იოლად ვერ გავიმარჯვებდით. ეს ყველაზე რთული მატჩი გახლდათ მიმდინარე შესარჩევ ცუკლში.
კოსოვოს ნაკრები ინდივიდუალიზმით გამორჩეული გუნდია და მეტ იღბალს იმსახურებს ტურნირზე.“ - ციტირებს უნაის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.