ფეხბურთი

11:52 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი: „ხუთი გოლის გატანა არასდროსაა ადვილი “

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, ჟურნალისტებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, ლიეტუვასთან გამარჯვების შემდეგ (5:0), ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ბოლო დღეებში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ, თუმცა მათმა შემცვლელებმაც თავი კარგად წარმოაჩინეს. ხუთი გოლის გატანა არასდროსაა ადვილი.

რასპადორი მზადაა ამ დონეზე სათამაშოდ. ის ევროზეც იყო ჩვენთან ერთად და ყველა პირობა აქვს პროგრესისთვის. ჯერ ახალგაზრდაა და გამოცდილების მიღება სჭირდება.

კინსაც დიდი პოტენციალი აქვს (ლიეტუვასთან დუბლი მიითვალა). მათი წარმატების საიდუმლო ახლა თავებში და ფეხებშია. თუ გულით და ხარისხიანად იმუშავებენ, წინ დიდი მომავალი ელით.“ - ციტირებს მანჩინის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს 37-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც სანაკრებო დონეზე სარეკორდო მაჩვენებელია.

0.11626