ავტოსპორტი

0:58 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუბიცა რაიკონენს მონცაზეც შეცვლის

„ალფა რომეოს“ პოლონელი სარეზერვო პილოტი, რობერტ კუბიცა, კორონავირუსის გამო იზოლაციაში მყოფ კიმი რაიკონენს იტალიის დიდ პრიზზეც შეცვლის. მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონმა, ვირუსით ინფიცირების გამო, ჰოლანდიის დიდი პრიზიც გამოტოვა.

„იმედი მაქვს, კიმი სრულად გამოჯანმრთელდება და კოკპიტს მალე დაუბრუნდება. მე კი მონცაზე რბოლას მოუთმენლად ველი. ეს არის ადგილი, სადაც 2006 წელს პირველად ავედი კვარცხლბეკზე. ზანდფოორტისგან განსხვავებით, ამ ტრეკს კარგად ვიცნობ და ეს დამეხმარება“, - განაცხადა კუბიცამ.

პოლონელმა პილოტმა ჰოლანდიის დიდი პრიზის რბოლა მე-15 ადგილზე დაასრულა. თანაგუნდელი ანტონიო ჯოვინაცი მე-14 ადგილს დასჯერდა.

36 წლის კუბიცა ფორმულა 1-ში 2006-2010 წლებში, „ბეემვე ზაუბერთან“ და „რენოსთან“ ერთად ასპარეზობდა. 2011 წელს, რალის რბოლაში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, პოლონელი ფ1-ს 2019 წელს (უილიამსი), მცირე ხნით დაუბრუნდა. მას შემდეგ, ჰოლანდიაში პირველად იასპარეზა.

იტალიაში კუბიცა პირველად იასპარეზებს სპრინტ რბოლაში, რომელიც მეორედ (ბრიტანეთის შემდეგ) ტარდება. კვალიფიკაცია პარასკევს ჩატარდება და მასზე სპრინტის სასტარტო განლაგება გაირკვევა. სპრინტის შედეგების შესაბამისად კი პილოტები კვირის რბოლის სტარტზე დადგებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122266