ფეხბურთი

0:43 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ასეთი შეცდომების დაშვება არ შეიძლება"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან (1:4) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარეს.

„ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ ასეთი შეცდომები დავუშვით, რაც ასეთ დონეზე შეუძლებელია. ძნელია ამ თამაშის შემდეგ პოტიზივი დაინახო, მაგრამ ბურთით საინტერესოდ ვითამაშეთ, მეორე ტაიმი უკეთესი იყო, ვიდრე პირველი. ბულგარელთა ჯარიმიდან გოლი გავიდა, ჩვენი ჯარიმა კი კარს რამდენიმე სანტიმეტრით ასცდა. ვულოცავ ბულგარეთის ნაკრებს გამარჯვებას, კარგად ითამაშეს, ერთი კვირის წინ იტალიასთან ფრეს მიაღწიეს და რთული წლების შემდეგ ეს გუნდი ძველ დონეზე ბრუნდება.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთან (0:1), ესპანეთთან (0:4) და ბულგარეთთან (1:4) წააგო, ხოლო მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართავს.

0.127687