ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოს ნაკრებთან (4:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ბულგარელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საქართველო სუსტი გუნდი არაა და კარგად ითამაშა.
„კმაყოფილი ვარ. ნახეთ, რომ 9 ახალი ფეხბურთელი გვყავდა ძირითად შემადგენლობაში, ისინი ძალიან ეფექტურები იყვნენ და მინდა შევაქო კარგი თამაშისთვის. არ მახსოვს რამდენი ხანი არ გვქონდა 4 გოლი გაიტანა, ვწუხვარ, რომ ერთი გოლი გავუშვით. გვქონდა 2-3 სიტუაცია, რომლის რეალიზაცია შეგვეძლო. ძალიან მჭიდრო გრაფიკში ვითამაშეთ და ბენდიერი ვარ, რომ ფეხბურთელებში არჩევანი არსებობს. ძირითადი შემადგენლობის შერჩევის პრობლემაზე თანახმა ვარ.
როგორც წესი, ბულგარელი ამბობს, რომ საქართველო სუსტი გუნდია, მაგრამ სუსტი გუნდები არ არსებობენ. მათაც ჰქონდათ თავისი შანსები, მაგრამ ჩვენ თავი კარგად დავიცავით. ისინი ცდილობდნენ გოლის გატანას, ტაქტიკური სქემით ჩვენი გაკვირვება სცადეს და კარგად ითამაშეს. ჩვენ კი ეს სამი მატჩი 4 მცველით ვითამაშეთ და მომავალშიც ამ ტაქტიკით ვაპირებთ თამაშს“, - თქვა პეტროვმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა კოსოვოსთან (0:1), ესპანეთთან (0:4) და ბულგარეთთან (1:4) წააგო, ხოლო მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს, ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით გამართავს.