პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა ეგვიპტის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. აღნიშნული ინფორმაცია ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ გაავრცელა.
კეირუში ბოლოს კოლუმბიის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა ორი წლის განმავლობაში და 2020 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. პორტუგალიელის გუნდმა 18 მატჩში ცხრა მატჩი მოიგო და ოთხი ფრედ დაასრულა.
კარიერის განმავლობაში კარლუში სათავეში ედგა ირანის, პორტუგალიის, სამხრეთ აფრიკის, საუდის არაბეთის და გაერთიანებული ემირატების ეროვნულ ნაკრებებს, ხოლო საკლუბო დონეზე მადრიდის "რეალს" და ლისაბონის "სპორტინგს" წვრთნიდა.