ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და გარეტ საუთგეიტი ნოემბერში სანაკრებო მატჩები დასრულების შემდეგ მოლაპარაკებას დაიწყებენ და შესაძლოა გარეტმა "სამი ლომი" კიდევ სამი წლით ჩაიბაროს. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.
საუთგეიტს ასოციაციასთან ხელშეკრულების ვადა 2022 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა ხელმძღვანელობა მისით კმაყოფილია და სურს გარეტმა გუნდი გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც გაიყვანოს. ჯერჯერობით უცნობია ინგლისელი სპეციალისტის პოზიცია, რომელმაც ნაკრები ევრო 2020-ის ფინალში გაიყვანა.