ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ პატრიკ კლუივერტის 2000 წელს დაფიქსირებული შედეგი გაიმეორა. მემფისმა თურქეთთან მოგებულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში ჰეთთრიკი შეასრულა და მიმდინარე წელს 12 გოლი დაუგროვდა. ამდენივე გოლი 2000 წელს კლუივერტმა გაიტანა, რაც ეროვნულ ნაკრებში ერთ კალენდარულ წელში სარეკორდო მაჩვენებელია. ინფორმაციას Opta ავრცელებს.
ნიდერლანდებს მიმდინარე წელს კიდევ ოთხი მატჩი აქვს ჩასატარებელი ლატვიასთან (8 ოქტომბერი), გიბრალტართან (11 ოქტომბერი), მონტენეგროსა (13 ნოემბერი) და ნორვეგიასთან (16 ნოემბერი). დეპაი ეროვნულ გუნდში 2013 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ ჩატარებულ 71 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.