ფეხბურთი

19:00 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ანტუან გრიზმანი წარადგინა

მადრიდის „ატლეტიკომ“ ანტუან გრიზმანი წარადგინა. „როხიბლანკომ“ ფრანგი თავდამსხმელი ჯერ კიდევ მაშინ დაიმატა, როდესაც სანაკრებო პაუზა იყო და მისი დასრულების შემდეგ ანტუანი მადრიდში ჩავიდა.

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გრიზმანს 8-ნომრიანი მაისური გადასცა. აღსანიშნავია, რომ ის მადრიდულ გუნდში მანამდე 7 ნომრით თამაშობდა, რომელიც ახლა ჟოაო ფელიქსის კუთვნილებაშია და პორტუგალიელმა ნომერი არ დათმო.

გრიზმანი „ატლეტიკოს“ „ბარსელონადან“ ერთწლიანი იჯარით დაუბრუნდა, მისი გამოსყიდვა კი გაისად 40 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი, იმის ფონზე, რომ ორი წლის წინ „ბარსამ“ მადრიდელებს 120 მილიონი ევრო გადაუხადა.

ანტუან გრიზმანს „ატლეტიკოს“ მაისურით 2014-2019 წლებში 257 მატჩში 133 გოლი აქვს გატანილი, „ბარსელონაში“ კი ბოლო ორ სეზონში 102 თამაშში თავი 35-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114254