ჩოგბურთი

18:32 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ და მეტრეველმა პირველი რაუნდი დასძლიეს

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტის 10-ათასიან ტურნირზე მე-2 ნომრად განთესილმა სოფო ქვაცაბაიამ პირველი რაუნდი დასძლია. ქართველმა ჩოგბურთელმა “უაილდ ქარდით” მოთამაშე არინა ტალუენკოს 7:6 (8:6), 6:0 სძლია და მერვედფინალში ასევე ყაზახს და ასევე “უაილდ ქარდის” მქონე კამილა ბოლატოვას გაეჯიბრება, მოკლედ, წინსვლა არ უნდა გაუჭირდეს.

შიმკენტშივე ვაჟთა 10-ათასიანი პირველობის საწყის წრეში მე-2 რეიტინგის მქონე ინდოელი ჯეევან ნედუნჩეჟიანი 6:2, 7:6 (7:5) დაამარცხა ალექსანდრე მეტრეველმა. მისი შემდეგი მოწინააღმდეგე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – რუსი ტიმურ რაზმაიტოვი იქნება. მერვედფინალშივე მე-7 ნომრად განთესილ უკრაინელ ვლადისლავ მანაფოვს გაეჯიბრება გიორგი ცივაძე.

წყვილებში ცივაძემ და რუსმა ალექსანდერ იარკოვმა გერმანულ დუეტთან (რეიხელტი-შუტი, მე-4 განთესვა) 2:6, 2:6 წააგეს და ბრძოლას გამოეთიშნენ. მეოთხედფინალში არიან მეტრეველი და ბულგარელი ლაზოვი, რომლებიც მე-2 ნომრად მიჩნეულ ყაზახურ წყვილს (ხაბობულინი-იევსეევი) დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116119