კალათბურთი

15:55 | 8.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

მოსკოვის ცსკა-სა და საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) პრეზიდენტი გახდა. გადაწყვეტილება ორგანიზაციის ასამბლეაზე მიიღეს.

ამ პოსტს აქამდე იტალიელი ლუიჯი დატომე იკავებდა, რომელიც შენგელიამ შეცვალა, მაგრამ დატოვე ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელებს მუშაობას.

„ამაყი ვარ, მაგრამ ამასთანავე უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან მნიშვნელოვანი პოსტი მანდეს. რთული იქნება დატოვეს შეცვლა, რომელმაც ორგანიზაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. მოუთმენლად ველოდები, რომ ბიჭებთან ერთად ვიმუშავებ და მომავალი თაობისთვის ღირებულებს გავაკეთებ“, - თქვა შენგელიამ.

შეგახსენებთ, ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია 2 წლის წინ შეიქმნა და მისი მთავარი ფუნქცია კალათბურთელთა უფლებების დაცვაა.

0.115026