საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა რუმინეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან ამხანაგური თამაში ჩაატარა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
შეხვედრა რუმინელთათვის კარგად დაიწყო და მე-16 წუთზე იანის სტოიცამ ანგარიშის გახსნა მოახერხა. თუმცა, ამის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი გაცილებით უკეთ ირჯებოდა, რამაც შედეგი გამოიღო.
73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა, რითაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 1:1.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომლის შესარჩევი ციკლისგან თავისუფალია, რადგან ტურნირის თანამასპინძელია სწორედ რუმინეთთან ერთად.
რუმინეთი - საქართველო 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 სტოიცა (16), 1:1 გულიაშვილი (73)
საქართველო (4-4-1-1): მეგრელიშვილი; კაპანაძე (ინჯგია 86), კალანდაძე, გელაშვილი, ჯინჯოლავა; გულიაშვილი (გოჩოლეიშვილი 79), ნონიკაშვილი (გაგნიძე 64), მექვაბიშვილი, ხარაბაძე; მოისწრაფიშვილი (ლომთაძე 79); გაგუა