ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, რომელსაც ლიეტუვასთან გამართავს, საკადრო პრობლემებით ხვდება.
რობერტო მანჩინის გუნდს ტრავმების გამო მარკო ვერატი, ლორენცო პელეგრინი და ჩირო იმობილე გამოაკლდა, ხოლო ლორენცო ინსინიემ შეკრება პირადი მიზეზის გამო დატოვა. ეს ფეხბურთელები „სკუადრა აძურას“ მნიშვნელოვან შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბოლო ვარჯიში გაუცდა და უცნობია ითამაშებს თუ არა, ნიკოლო ძანიოლო.
იტალიის ნაკრები ლიეტუვას 8 სექტემბერს, რეჯიო ემილიაში უმასპინძლებს. მანჩინის გუნდი ჯგუფში 11 ქულით ლიდერია და შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.