ფეხბურთი

22:35 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანია: "გუნდში საუკეთესო განწყობა ნამდვილად არაა"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ ბულგარეთთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელის განცხადებით, გუნდში საუკეტესო განწყობა ნამდვილად არაა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თამაშის ხარისხი გამოასწორონ.

"საუკეთესო განწყობა ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ორ ოფიციალურ შეხვედრაში დავმარცხდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ასეთი მომენტები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და მუშაობა აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ. ახალი გუნდის მშენებლობა მიმდინარეობს და ასეთ დროს ჩავარდნები ხდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ და დარწმუნებული ვარ ეს ავტომატურად აისახება შედეგზეც", - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი აბურჯანიას სიტყვებს.

შეგახსენებთ, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137168