ფეხბურთი

19:22 | 7.09.2021 | ნანახია 788 - ჯერ

ლაპორტა: "სუპერლიგის პროექტი ცოცხალია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ნეიმარს კლუბში დაბრუნება სურდა, ხოლო ლიონელ მესის დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

„მესი ვერ დარჩებოდა. ვფიქრობ, რომ ორივე მხარე იმედგაცრუებულები ვიყავით, რადგან ეს არ იყო ის, რაც გვინდოდა. მას შემდეგ ჩვენ ერთმანეთთან არ გვისაუბრია. ვნახე მისი დებიუტი პსჟ-ში და უცნაური იყო მისი ნახვა ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტის მაისურით.

სუპერლიგის პროექტი ცოცხალია. სამი კლუბი, რომელიც პროექტს იცავს, ყველა სასამართლო საქმეს იგებს, უეფა მას ვერ შეაჩერებს. რასაკვირველია, შეიძლებოდა უკეთესი სახით წარმოდგენაც.

ჩვენ ვცადეთ ნეიმარის ყიდვა, ის დაგვიკავშირდა, ჩვენთან დაბრუნება სურდა, გიჟური სურვილი ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ ეს არ გამოვიდა“, - თქვა ლაპორტამ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:43 | 06.04.2015
#JAZZ# (281)

ბარსას და ესპანეთის ლეგენდააა,ტიკიტაკას მამა და დირიჟორი..ბარსაში გელოდებით ტრენერის სტატუსით შე ყველაზე მაგაროოოო

18:19 | 06.04.2015
Deulofeu (13279)

ჩავი წავა და 3-4 წელიწადში სხვა სტატუსით დაბრუნდება ჩვენთან
მანამდე კი მის "6" ნომერს ღირსეული შემცვლელი უნდა მოუძებნონ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063184
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
788