„ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ განაცხადა, რომ ხოსეპ ბართომეუ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო.
“არ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე უარესი პრეზიდენტია, მაგრამ ცუდი პრეზიდენტების სიის სათავეში უნდა იყოს. მის დროს კლუბი არ წავიდა იმ მიმართულებით, რაც ყველა კატალონელს სურდა. ახლა უკეთესი მომავლის იმედი მაქვს, „ბარსელონასთვის“ მომდევნო 5 ან 10 წელი ძალიან კარგი იქნება“, - თქვა პიკემ.
შეგახსენებთ, ხოსეპ ბართომეუმ „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტი გასული წლის მარტში დატოვა და მისი ადგილი ჟოან ლაპორტამ დაიკავა.