ფეხბურთი

13:48 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: „გრიზმანი არ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა“

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, ჟურნალისტებს ანტუან გრიზმანის მადრიდის „ატლეტიკოში“ გადასვლის (დაბრუნების) შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„გრიზმანი არ იყო ის ფეხბურთელი, რომელიც ჩვენ გვჭირდებოდა. მას მეტის მიცემაც შეეძლო „ბარსელონასთვის,“ მაგრამ სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა. შესაძლოა, უბრალოდ გუნდის სისტემას ვერ მოერგო.“ - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის ღირსებას გრიზმანი 2019 წლიდან იცავდა, რომელშიც სწორედ „ატლეტიკოდან“ გადავიდა.

0.119601