კალათბურთი

13:15 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლეჟავა ტიტების მთავარი მწვრთნელია

საკალათბურთო კლუბ ტიტების მთავარ მწვრთნელად ბესიკ ლეჟავა დაინიშნა.ტიტებს ყველაზე წარმატებული პერიოდი ბესოს თამაშის დროს ედგა, გუნდი ჯერ სუპერლიგაში გადმოვიდა, შემდეგ კი საქართველოს თასი მოიგო, რაშიც მისი წვლილი უდიდესი გახლდათ.

ბესო გასულ სეზონში პირველ ნაბიჯებს დგამდა სამწვრთნელო საქმეში, ყოფილი მთავარი მწვრთნელის, მანუჩარ მარკოიშვილის ასისტენტი იყო.

მოთამაშის ამპლუაში, ყველა ტურნირზე ტიტების მაისურით 70 თამაში ჩაატარა.

ტიტები, ბესოს ხემძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადებას 20 სექტემბრიდან შეუდგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17492