ფეხბურთი

10:50 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანე ზამთარში, შესაძლოა, „ჩელსიში“ გადავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ლეროი სანე, ზამთარში, შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს - გვამცნობს Talksport.

წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით „არსენალი,“ „ტოტენჰემი“ და „ჩელსი“ დაინტერესებულან. თუმცა ამათში ფავორიტები „არისტოკრატები“ ყოფილან, რადგან ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ სანე უკვე თამაშობდა ინგლისში. 2016-20 წლებში ის „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა.

0.11215