ფეხბურთის ლეგენდა პელე ექვსი დღეა საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა მსხვილი ნაწლავის სიმსივნის მოსაშორებლად.
ამის შესახებ ფეხბურთის მეფემ სოციალურ ქსელში თვითონ დაწერა: „დიდი მადლობა მეგობრებო კეთილი სურვილებისთვის. მადლობა ღმერთს თავს კარგად ვგრძნობ. გასულ შაბათს ჩაიტარე ოპერაცია მსხვილი ნაწლავის საეჭვო ნეოპლაზმის მოსაშორებლად. ამ მატჩსაც პოზიტიურად ვხვდები და გამარჯვებას მოვახერხებ“, - წერს ბრაზილიელი ინსტაგრამში.
შეგახსენებთ, პელეს ჯანმრთელობის პრობლემები ადრეც ჰქონდა და გარკვეული პერიოდი დამოუკიდებლად გადაადგილებასაც ვერ ახერხებდა.