ფეხბურთი

19:39 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფრანკ რიბერი "სალერნიტანაში" ითამაშებს

იტალიის სერია A-ს ბინადარმა „სალერნიტანამ“ ფრანკ რიბერი დაიმატა. ფეხბურთელმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

რიბერი სტადიონზე წარადგინეს, სადაც მთლიანად გუნდის პრეზენტაცია გაიმართა და 10 ათასამდე ტიფოზი დაესწრო. ცხადია, ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერმა ფანებში დიდი ინტერესი გამოწვია.

„ძალიან კმაყოფილი ვარ თქვენთან ყოფნით. ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რომ ადგილი შევინარჩუნოთ სერია A-ში და გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ“, - თქვა რიბერიმ.

შეგახსენებთ, ფრანკ რიბერისთვის იტალიაში თამაში უცხო არ არის და ბოლო ორი სეზონი ფლორენციის „ფიორენტინაში“ გაატარა, მანამდე მიუნხენის „ბაიერნში“, „მარსელსა“ და „გალათასარაიში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11726