ფეხბურთი

17:51 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცემ პსვ ეინდჰოვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

გერმანელმა ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ პსვ ეინდჰოვენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ნიდერლანდურ კლუბში 2024 წლის ზაფხულამდე დარჩება.

გიოტცეს ძველი ხელშეკრულება 2022 წელს ეწურებოდა, თუმცა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება ადვილად მოახერხა.

მარიო გიოტცე პსვ ეინდჰოვენს 2020 წელს შეუერთდა და 32 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი. მას კარიერის განმავლობაში „დორტმუნდსა“ და მიუხენის „ბაიერნში“ უთამაშია. გერმანიის ნაკრებში კი მარიომ 63 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი.

0.119334