ჭიდაობა

16:22 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველოს გუნდური მეორე ადგილი ბუქარესტის ტურნირზე

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აივენგო რიკაძე (82 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ) და გიორგი მელია (97 კგ) ბუქარესტში გამართულ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე - იონ კორნიანუსა და ლადისლაუ სიმონის მემორიალზე ჩემპიონები გახდნენ.

უმაღლესი სინჯის მედლისთვის მათ გარდა, გელა ბოლქვაძესაც (77 კგ) უნდა ებრძოლა, მაგრამ ტრავმის გამო აღარ უჭიდავია. 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დასრულდა - გობაძემ თორნიკე ძამაშვილს მოუგო.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) და ვალერიან მურვანიძე (97 კგ). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101994