იტალიური „პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა „იუვენტუსიდან“ კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე კომენტარი გააკეთა. როგორც 43 წლის მეკარემ აღნიშნა, პორტუგალიელის არჩევანში ალოგიკური და გასაკვირი არაფერია.
„იუვენტუსში“ გარდამავალი პერიოდია, არ ვიცი თაობათა ცვლა არის თუ გუნდის ჩონჩხი იცვლება, მაგრამ გუნდს გარკვეული ვალდებულების მოხდა უწევს.
რონალდუ? ვფიქრობ, არცერთი გულშემატკივარი მისი წასვლით გაკვირვებული არ უნდა იყოს. ის დიდი პროფესიონალია და მის არჩევანში ალოგიკურს ვერაფერს ვხედავ. ეს იყო მიზანმიმართული და რაციონალური არჩევანი მისი მხრიდან, რამაც დაადასტურა მისი კარიერის გზა. კრიშტიანუზე მხოლოდ კარგის საუბარი შემიძლია, ის განსაკუთრებული პროფესიონალია, რომელიც თავის საქმეს 100%-ით აკეთებს“, - თქვა ბუფონმა.