იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შვეიცარიასთან (0:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 36-მატჩიანი წაუგებელი სერიით მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ის კმაყოფილი არ იყო და საგოლე მომენტების გამოუყენებლობაზე დაიჩივლა.
„ეს არის მომენტი, როდესაც ბურთი კარში არ შედის. გვქონდა ძალიან ბევრი საგოლე შანსი იმასთან შედარებით, რომ მატჩი ვერ მოვიგეთ. უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ასეთი მატჩები შეუძლებელია 3:0 არ მოიგო. მეორე ტაიმში უფრო რთული იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. მომდევნო მატჩში ცვლილებები იქნება, რადგან ბიჭები ცოტა დაიღალნენ. დღევანდელი მოცემულობით შვეიცარიასთან ნოემბერში გასამართი საშინაო თამაში გადამწყვეტი იქნება“, - თქვა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები შვეიცარიას 4 ქულით უსწრებს, მაგრამ ორი მატჩით მეტიც აქვს ჩატარებული. 11 ნოემბერს კი, რომში ამ გუნდების დაპირისპირება ყველაფერს გადაწყვეტს. იტალიას დიდი შანსია, რომ პირველი ადგილისთვის დარჩენილი სამივე მატჩის მოგება დასჭირდეს.