ფეხბურთი

2:00 | 6.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "სრულყოფილად ვითამაშეთ, ისე ადვილად არ მოგვიგია, როგორც ეს გარედან ჩანს"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოსთან (4:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მათ 3 ქულა ისე ადვილად არ მოუპოვებიათ, როგორც ეს ანგარიშიდან ჩანს და მისმა ფეხბურთელებმა იდეალურად ითამაშეს.

„საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. შევზღუდეთ გუნდი, რომელიც ძალიან შეიცვალა. მათ შემადგენლობაში წინა მატჩთან შედარებით 6 ცვლილება იყო, თუმცა ეს შედეგი ადვილად არ მიგვიღია.

მიუხედავად იმისა, რომ შედეგი შეიძლება მარტივი ჩანდეს, შემიძლია გითხრათ, რომ ასე არ არის. ძალიან სრულყოფილად ვითამაშეთ, მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა, მათზე ზეწოლას ძალიან კარგად ვახდენდით. ზოგადად, კარგი თამაში იყო და ცუდი მხოლოდ ის არის, რომ თითქმის ყველა ცვლილება ტრავმით იყო გამოწვეული“, - თქვა ენრიკემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ხუთ მატჩში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს 8 სექტემბერს, სტუმრად ბულგარეთთან გამართავს, რომელსაც ამხანაგურის სტატუსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116065