ბრაზილია - არგენტინის შეხვედრა პირველ ტაიმში შეწყდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არგენტინელმა ფეხბურთელებმა ბრაზილიის ხელისფულების კოვიდრეგულაცია დაარღვიეს.
ინგლისში მოთამაშე ემილიანო ბუენდიას, ემილიანო მარტინესს, კრისტიან რომეროსა და ჯოვანი ლო სელსოს თურმე ამ მატჩში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ ბრაზილიაში შესვლის გამო სავალდებულო კარანტინი უნდა გაევლოთ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიან.
პოლოცია თავიდან იმ სასტუმროში მივიდა, სადაც არგენტინის ნაკრები იყო დაბინავებული, მაგრამ დააგვიანეს და გუნდი უკვე სტადიონზე დახვდათ წასული, რის გამოც პოლიცია უკვე დაწყებული მატჩისას მოედანზე შეიჭრა და თამაში შეწყდა. ეს ყველაფერი თამაშის მეხუთე წუთზე მოხდა.
როგორც გაირკვა, არგენტინელებმა ბრაზილიელებს არ აცნობეს, რომ ოთხი მოთამაშე ჰყავდათ ისეთი, რომლებიც ბოლო პერიოდში ინგლისში იმყოფებოდნენ და ბრაზილიის ხელისუფლებამ ამის შესახებ მოგვიანებით შეიწყო. თამაში შეწყდა და როდის განახლდება, უცნობია.