კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ განაცხადა, რომ ლიონელ მესის წასვლის შემდეგ 10 ნომერი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვა.
“დიახ, მართალია. „ბარსელონამ“ 10 ნომერი შემომთავაზა, მაგრამ უარი ვთქვი. საქმე ის არაა, რომ არ მინდოდა, უბრალოდ მესისადმი პატივისცემის გამო არ ავიღე“, - თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, „ბარსელონაში“ 10-ნომრიანი მაისურით ანსუ ფატი ითამაშებს, რომელმაც აგუეროსგან განსხვავებით შეთავაზებაზე უარი არ თქვა.