ფეხბურთი

15:39 | 5.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან მბაპე "რეალში" გადავა"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზენამ კილიან მბაპეს „სამეფო კლუბში“ გადასვლაზე კომენტარი გააკეთა, ფრანგი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ კილიანი ადრე თუ გვიან „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

„იმედი მქონდა, რომ ჩვენთან ამ ზაფხულს მოვიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, მადრიდში ჩამოვა“, - თქვა ბენზემამ ფრანგულ მედიასთან.

შეგახსენებთ, კილიან მბაპე ახლოს იყო „რეალში“ გადასვლასთან, მაგრამ პსჟ-მ 220 მილიონ ევროიანი წინადადება დაბლოკა. ფეხბურთელს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, რომლის განახლებაზეც უარს ამბობს და შესაძლოა მომდევნო ზაფხულს მადრიდულ გრანდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142436