ფეხბურთი

23:52 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰი ჯამაგირად 500 ათასს ითხოვს

„ლივერპულის“ შემტევმა, მოჰამედ სალაჰმა, კლუბს, კონტრაქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, პირობა წაუყენა: კვირაში ჯამაგირად 500 ათას გირვანქას გადაუხდიან - წერს The Mirror.

29 წლის ეგვიპტელი ამჟამად კვირაში 200 ათასს გამოიმუშავებს. თუ „ლივერპული“ მის წინადადებას მიიღებს, მო კლუბის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სალაჰმა 3 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

0.122017