ფეხბურთი

12:38 | 4.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩი: "კუმანი 15 წლის ბავშვივით მექცეოდა და არასდროს არაფერს მეუბნებოდა"

მირალემ პიანიჩმა „ბარსელონა“ დატოვა და იჯარით სტამბოლის „ბეშიქთაშში“ გადავიდა. ბოსნიელ ფეხბურთელს ესპანური კლუბიდან წასვლა რონალდ კუმანის გამო მოუწია, რომელიც მას არ ენდობოდა.

როგორც პიანიჩმა გაიხსენა, კუმანთან საკმაოდ ცუდი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ რის გამო არ ენდობოდა მას ნიდერლანდელი, მისთვის უცნობია.

„დღესაც არ ვიცი ზუსტად რა უნდოდა, არასდროს ცდილობდა ჩემთვის რამის ახნას და არც გამოსავლის პოვნას. ვეკითხებოდი ჩემგან რა უნდოდა, კარგად ვთამაშობდი თუ ცუდად, მაგრამ მისთვის ეს პრობლემა არასდროს ყოფილა, პასუხი არასდროს გაუცია. დრო გავიდა და სიტუაცია გაუარესდა, მაგრამ უმიზეზოდ. ძალიან ძნელი გასაგებია, რაც მოხდა.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის მაქსიმუმი და უფრო მეტიც სურს. როდესაც არ თამაშობ, ძნელია ფიზიკურად და მენტალურად თავი კარგად იგრძნო, რადგან მწვრთნელი შენს თავდაჯერებულობას კლავს, მასთან ურთიერთობა არ გაქვს. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერთან შეგუება შეუძლია, მაგრამ ყოველთვის მინდა ეს ყველაფერი ვიცოდე. თუმცა ამ შემთხვევაში თითქოს არაფერი ხდებოდა, ისე მექცეოდა თითქოს 15 წლის ვიყავი. ბოლომდე მაქსიმუმი გავიღე, ყოველთვის თანაგუნდელებისთვის ვმუშაობდი, რათა ისინი მატჩებისთვის კარგად მომზადეუბლიყვნენ. ვიცოდი, რომ თუ მწვრთნელი დარჩებოდა, მე სხვა გამოსავლის პოვნა მომიწევდა.

ეს არ იყო ადვილი. ის უპატივცემულოდ მექცეოდა, მაგრამ მე ყოველთვის პატივისცემას ვიჩენდი, თანაგუნდელების მიმართაც. ჰკითხეთ ნებისმიერს და ისინი გეტყვით, რომ ყოველთვის ბოლომდე ვვარჯიშობდი. მიუხედავად ამისა, „ბარსელონაში“ გადასვლას არასდროს ვინანებ. ცხოვრებაში ხდება ის, რაც არ უნდა მხოდეს და კუმანი უპატივცემულოდ მექცეოდა. თუმცა, მე კლუბთან კონტრაქტი მაქვს და მასზე ყოველთვის კარგად ვსაუბრობდი, მხოლოდ მწვრთნელში არ გამიმართლა, მაგრამ „ბარსა“, „ბარსაა“, - თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ მირალემ პიანიჩი „ბარსელონამ“ 2020 წელს „იუვენტუსიდან“ დაიმატა და სანაცვლოდ ტურინელებს არტურ მელო დაუთმო. მან ესპანურ გრანდში 30 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

0.123645