ფეხბურთი

1:07 | 4.09.2021 | ნანახია 0 - ჯერ

რონალდუ მანჩესტერში ჩაფრინდა და აეროპორტში ყოფილი თანაგუნდელი დახვდა

კრიშტიანუ რონალდუს ახალი ერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ იწყება. პორტუგალიელი ფეხბურთელი მანჩესტერში ჩაფრინდა. ინფორმაცია ინგლისურმა გუნდმა გაავრცელა.

რონალდუს აეროპორტში მისი ყოფილი თანაგუნდელი და ახლა „წითელი ეშმაკების“ ტექნიკური დირექტორი დარენ ფლეტჩერი დახვდა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ „მანჩესტერში“ 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი ხელმეორე დებიუტი სავარაუდოდ 11 სექტემბერს, „ნიუკალს იუნაიტედთან“ მატჩში შედგება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:06 | 16.03.2024
mushni (93569)

წადი სტივსონ

22:11 | 15.03.2024
Z.LO (802)

მეც მინდოდა რომ გამოეძახა

0.067736