საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ დარჩა მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში შესაძლო ტრანსფერზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა.
დაინტერესებულ გუნდებს შორის „მილანიც“ იყო და Calciomercato-მ დაწერა, რატომ თქვა „როსონერიმ“ უარი 20 წლის ქართველ ფეხბურთელზე. მიზეზი „რუბინის“ მიერ მოთხოვნილი სატრანსფერო ფასი გახდა.
წყაროს თანახმად, პაოლო მალდინიმ და ფრედერიკ მასარამ მოლაპარაკებების დაწყებაც კი არ ჩათვალეს მიზანშეწონილად, როცა ყაზანელთა ფასი გაიგეს - 20 მილიონი ევრო. „როსონერის“ მესვურებმა მიიჩნიეს, რომ კვარაცხელიაში ეს თანხა გადაჭარბებული იყო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მას ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კამავინგა - 18 წლის. 2 წელია საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს. რენის ლიდერი. სტაბილური თამაში მაღალ დონეზე აქვს ნაჩვენები.
რეალმა იყიდა 31 მილიონად.
ჯუნიორ ფირპო - 25 წლის. ბარსაში 2 გოლი აქვს გატანილი, 3 წელი ბარსაში. იყიდა ლიდსმა 15 მილიონად.
ხვიჩა - 20 წლის, 1 წელია, რაც რუბინში გამოჩნდა. ჯერ არ დაუმტკიცებია არაფერი. ბოლო დროს ტრავმები აწუხებს (ქართველების სენი - დამატებითი რისკი უცხოელებისთვის).
დღევანდელი ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე, რამდენი ღირს?
ხვიჩა 20 მილიონი ნაღდად არ ღირს ჯერჯერობით, არის უფრო იმედისმომცემი ვიდრე შემდგარი ვარსკვლავი, რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელებში არ იხდიან 20 მილიონს და ხვიჩა ჯერ რუსეთშიც არაა საუკეთესო. ხვიჩას როგორც მამარდაშვილი წაიყვანეს კაპიკებში ისე თუ დაითრევენ მაშინ რეალიც კი წაიყვანს მაგრამ 20 მილიონს არავინ გადაიხდის რუსეთის ჩემპიონატში 4 გოლის გამტან ფეხბურთელში.
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ
უცებ 20 მილიონს თუგინდ ხვიჩაში არ გადაიხდიან. ეს სამწუხარო რეალობა ჩვენი ფეხბურთის სავალალო მდგომარეობიდან გამომდინარეა, თორემ ხვიჩა რომ ბრაზილიელი იყოს ულაპარაკოდ წაიყვანდნენ!
ეხ მილან, საიდან სადამდე დაეცი!
ერთ დროს ვინ თამაშობდნენ მილანში?
დაცვა: კაფუ, ნესტა, მალდინი, სტამი
ნახევარდაცვა: გატუზო, პირლო, ზეედორფი
თავდასხმა: შევჩენკო ...
და ახლახან ჩალხანოღლუ ითვლებოდა ვარსკვლავად მილანში! ჩაბანძდით და ხვიჩასღან მიმაღთებაშიც გეტყობათ ეს
დღეს თუ ევროპაში ვინმე ახალგაზრდაზე ითქმის დიდი მომავალი აქვსო, ერთ-ერთი ხვიჩაა და 20 მილიონი ნამდვილად ღირს!
3 წელიწადში ხვიჩა 100 მილიონი ეღირება. რონალდუ კი უფროდაუფრო მოუკლებს. ასე რომ მათი შედარება არაა საჭირო. რონალდუ გაცილებით ძვირი ღირს ახლაც, უბრალოდ სანამ თავისუფალი აგენტი გახდებოდა, იუვეს ერჩივნა ორი კაპიკი ეშოვა
20 მილიონი უნდა გაემეტებინათ ხვიჩაში.
ჯუღელს უნდა მოსცილდეს თირემ მართლა ჩარჩება რუსეთში ! 20 მილიონ ევროს არავინ არ გადაიხდის მაგაში და რონალდუს მაგალითიც სახეზეა 30 მილიონი რომ არ გადაიხადა სიტიმ და იუნაიტედმა როგორც ამბობენ 22 მილიონი ნაღდი ფული ძლივს გაიმეტა რაღაცა დამატებებით 28 მილიონამდე
ეს 22 წლამდე თუ წავიდა სადმე კარგ გუნდში წავიდა, თუ არადა ამის "ამომავალი ვარსკვლავობა" უკან სვლას დაიწყებს, 22 წლის სპორტცმენი რა დონეც ხარ ეგ დონე რჩები მაგ ასაკში მომავლად აღარ ითვლები, იმედია რეალურ ფას მოითხოვენ მასში და არა გადაჭარბებულს რაც მილანთან მომხდარა უკვე. დაუკლონ მადას აჯობებს.