ფეხბურთი

22:49 | 3.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" ლენოთი დაინტერესდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" მეკარემ ბერნდ ლენომ შესაძლოა კარიერა მილანის "ინტერში" გააგრძელოს. როგორც Tuttosport-ი იუწყება, ლენოს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება და იტალიელები შეეცდებიან ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდონ.

გერმანელი "არსენალში" 2018 წელს "ლევერკუზენიდან" 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ ლენომ 120 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 143 გოლი და 34 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა შეძლო. ჯერჯერობით "არსენალი" არ ჩქარობს ფეხბურთელს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და თუ იანვრამდე მოლაპარაკებები არ დაიწყება, გერმანელს უფლება ექნება ნებისმიერ კლუბთან აწარმოოს მოლაპარაკება.

0.127068